ჰოლივუდში სცენარისტები აცხადებენ, რომ სტუდიის ხელმძღვანელებთან შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება, 2 მაისს დაწყებულ გაფიცვას დაასრულებს. 3-წლიანი კონტრაქტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ამერიკის მწერალთა გილდიის ხელმძღვანელობა და პროფკავშირის წევრები დაამტკიცებენ. ცალკე დავაში მონაწილეობენ მსახიობები, რომელთაც ასევე გაფიცვა დაიწყეს არიან. სცენარისტებს, კინომსახიობებსა და კონოსტუდიებს შორის უთანხმოების შედეგად ბევრი ამერიკული სატელევიზიო შოუ და პოპულარული სერიალები დაიხურა. დავა ანაზღაურების საკითხებს ეხება. სცენარისტები ასევე, ხელოვნური ინტელექტის გავლენის გაზრდასაც აპროტესტებენ.