თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდამსხმელები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. გლდანში მომხდარი დაპირისპირების გამო, დაკავებულ 6 პირს პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ადანაშაულებს და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ამავე საღამოს დაკავებული დაკავებული ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. თითქმის 2 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ისინი სასამართლო დარბაზიდან, გუშინ გაათავისუფლეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. კიდევ რას ამბობენ ოპოზიციის წარმომადგენლები