პოლიციამ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დღეს დილით 142 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას სომხური მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მომიტინგეები პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დააკავეს.
ერევანში დაუმორჩილებლობის აქციები 25 სექტემბერს დილიდან დაიწყო. მომიტინგეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. ისინი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებში ქვეყნის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.