რაგბის მსოფლიო თასზე C ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს უელსისა და ავსტრალიის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი უელსელთა გამარჯვებით დასრულდა – 40:6. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრები თამაშობს.
უელსმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და დამსახურებულად გაიმარჯვა, უელსელებს ერთი ლელო დააკლდათ ბონუსქულის მოსაპოვებლად, ავსტრალიელებმა კი ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგეს.
C ჯგუფს 14 ქულით უელსის ნაკრები ლიდერობს, მას 6-6 ქულთ ფიჯისა და ავსტრალიის ნაკრებები მოჰყვებიან, საქართველოსა და პორტუგალიას კი 2-2 ქულა აქვთ და შესაბამისად 5-6 ადგილებს ინაწილებენ.
დღის მეორე მატჩში შოტლანდიის ნაკრებმა ტონგა 45:17 დაამარცხა.
მსოფლიო თასზე 25 და 26 სექტემბერს შესვენებაა. ტურნირი 27 სექტემბერს ურუგვაისა და ნამიბიის შეხვედრით განახლდება.