ბაქოს გრანდ სლემზე ბრწყინვალედ იჭიდავა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ. ახალგაზრდა ქართველმა ვარსკვლავმა ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მატვეი კანიკოვსკის დამაჯერებლად სძლია.
გარდა ამისა, ბაქოს გრანდ სლემზე მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვლმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის ნეიტრალური დროშით გამომსვლელ ინალ ტასოევთან დამარცხდა. ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გელა ზაალიშვილს ჰქონდა, მაგრამ ქართველმა ტემირლან ბაშაევთან წააგო.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე მხოლოდ ერთი მედალი იყო, 22 ოქტომბერს ტურნირზე 57 კგ წონაში ვერცხლის მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.