პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ბრალდებების მიუხედავად, ის არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ პრეზიდენტი სრულად აცნობიერებს საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს იმის საშუალებას აძლევს, რომ მიიღონ ზომები და ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები დაიცვან. ზურაბიშვილი თვლის, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“ უნდა გაუქმდეს. მისივე სიტყვებით, საქართველოს შესაძლო „შავ ხვრელად“ ქცევა მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებში შედის და სახელმწიფო ინტერესებსა და ევროატლანტიკურ გზას პირდაპირ ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის დანიშვნასაც გამოეხმაურა.. პრეზიდენტი თვლის, რომ გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა მანკიერი პროცესის ლუსტრაცია. არც კანონს