თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდამსხმელები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. გლდანში მომხდარი დაპირისპირების გამო, დაკავებულ 6 პირს პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ადანაშაულებს და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდამსხმელებს, 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შეგახსენებთ, რომ პარასკევს საღამოს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ფიზიკურად 30-ზე მეტი ადამიანი გაუსწორდა. „ნაციონალური მოძრაობა“ შურისძიებაზე საუბრობს და ძალადობას საკრებულოში, იმავე დღეს მომხდარ ინციდენტს უკავშირებს, როდესაც სხდომაზე ეძგვერაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს დაუპირისპურდა.