თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას თურქული და აზერბაიჯანული მედია საშუალებები ავრცელებენ. ვიზიტის ფაგრლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება და ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების განიარაღების პროცესზე.