გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციის მთავარი სამმართველოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. დაცვის მხარე პროცესის ჩანიშვნას უახლოეს საათებში ელოდება. ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მუხლის გადაკვალიფიცირებისა და პოლიტიკოსების მიმართ, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს. მისივე განმარტებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები პოლიციამ უსამარდლოდ დააკავა, რადგან მათ უკანონო არაფერი ჩაუდენიათ.