ოპოზიციური პარტიები ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი მიზანმიმართულად ცდილობს შეაჩეროს ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია, რის გამოც აკავებს და პოლიტიკურად დევნის ოპონენტებს. განცხადებაში ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ხელისუფლების ნაბიჯები არის დასტური, რომ ოცნების გუნდის მიზანი ოპონენტების დაჭერით, ევროპული მომავლის საბოტაჟირებაა. ერთობლივ განცხადებას ხელს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის გარდა ხელს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც აწერს.