ოპოზიციური პარტიების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს მმართველმა პარტიამ უპასუხა. ოცნების ლიდერების განცხადებით, მათი გუნდის დადანაშაულება ძალადობის ორგანიზებაში აბსურდულია. ოცნების გუნდის თქმით, ნიკა მელიამ დაპირისპირების დროს პოლიციის პროვოცირება მოახდინა და სამართალდაცმცველების მხრიდან კი ადეკვატური და კანონიერი პასუხი მიიღო. სახელისუფლ;ებო გუნდი აღნიშნავს, რომ პოლიციელისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაუშვებელია.