„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული 3 პირი ისევ პატიმრობაში რჩება - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. ამ ეტაპზე უცნობია როდის ჩაინიშნება დაკავებულების საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი. შსს-მ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ადმინისტრაციული წესით მაშინ დააკავა, როდესაც ისინი საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ცემას აპროტესტებდნენ. ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, ნიკა მელიას სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება, ტანსაცმელი კი შემოხეული აქვს.უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ პოლიციელზე თავდასხმა არცერთი დაკავებულის მხრიდან არ იკვეთება.