რომის პაპი ფრანცისკე ევროპის ერებს მოუწოდებს მიგრანტების მიმართ მეტი შემწყნარებლობა გამოიჩინონ. კათოლიკური სამყაროს წინამძღოლმა განცხადება საფრანგეთის ქალაქ მარსელში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა. მისი თქმით, ადამიანები მშობლიურ მხარეებს უკიდურესი გაჭირვების გამო ტოვებენ და ხმელთაშუა ზღვის გავლით მათი ევროპაში შესვლა ადგილობრივებმა თავდასხმად არ უნდა აღიქვან. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერარდ დარმანინმა განაცხადა, რომ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში მიგრანტების ახალი ნაკადების მიღება არ უხარიათ. მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ იტალიის კუნძულ ლაპმპედუზაზე მხოლოდ 2 დღეში 200-მდე ნავით 8 500-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.