უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს. ინფორმაციას უკრაინის ჯარების ოპერატიული-სტრატეგიული დაჯგუფების „ტავრიის“ მეთაური ავრცელევს. სამხრეთის ფრონტზე უკრაინული ჯარის კონტრშეტევის მეთაურმა, უახლოეს მომავალში უფრო დიდი გარღვევაც დააანონსა. მისი თქმით, რუსული მხარე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნული დასახლებული პუნქტი რუსული ძალების მიერ 2022 წლის თებერვლიდან იყო ოკუპირებული.