საქართველოს მთავრობის მეთაურის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ რომ ღარიბაშვილმა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოტყუება კიდევ ერთხელ, გაეროს ტრიბუნიდან სცადა. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ იმასაც, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებები იყო ფრთხილი, რაც მათ აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ქართული ოცნების ლიდერი შეშინებულია. განსხვავებული პოზიციები აქვთ მმართველ გუნდში. ისინი ხაზსს ვიზიტის მნიშვნელობას უსვამენ და ამბობენ რომ ღარიბაშვილის გაეროს გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლა, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.