ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. გლდანში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას შსს-ო პოციელზე თავდასხმის მუხლით იძიებს. თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა. სწორედ გლდანში მომხდარი დაპირისპირების შემდგომ სამართალდამცავებმა ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზარნაძესა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირება თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაიწყო.