გლდანში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართლდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრი ბაჩო დოლიძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და სავარაუდოდ, დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ბაჩო დოლიძე და ნიკა მელია დაკავებულები არიან, თუ ისინიუბრალოდ ტერიტორიიდან განარიდეს.