უკრაინის ჯარმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობა დაბომბა. სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა უკრაინამ უკვე აიღო. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ქალაქ სევასტოპოლში არსებულ საზღვაო ბაზას „წარმატებით“ დაარტყეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი სამხედრო დაკარგულად ითვლება. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, თავდასხმისას შტაბის შენობა დაზიანდა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი ხუთი რაკეტა, მათ შორის ფრთოსანი რაკეტები გაანადგურეს. ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციამ სევასტოპოლის ცენტრში მოძრაობაც შეზღუდა. მსხვერპლისა ადა დაშავებულთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.