ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დღეს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 12 საათზე გამოვა. იქამდე კი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ღარიბაშვილი “ტვიტერში” წერს, რომ აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და მას სარგებელი ორივე ქვეყნისთვის მოაქვს. გარდა ამისა, პრემიერი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ლუქსემბურგისა და მალტას პრემიერ-მინისტრებს, ასევე საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრსაც შეხვდა. შეხვედრებზე ყურადღება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გამახვილდა.