ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხეს. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიაწოდა. მან აღნიშნა, რომ ფარცხალაძე გამოძიების დაწყების დღესვე სუს-ში დაიბარეს. შეგახსენეთ, პროკურატურამ 19-ტ სექტემბერს გამოაცხადა, რომ ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. უწყებამ არ დააკონკრეტა, თუ რა მუხლით დაიწყო აღნიშნული გამოძიება.