პარლამენტში ინტერპელაციით წესით ეკონომიკის მინისტრის უკვე მოუსმინეს. ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებულ კონკურსში მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია. მეტიც, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნულ კონკურსში რუსულ კომპანია არ მონაწილეობდა. ამავდროულად, ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას პროცესები იქამდე მიჰყავს, რომ ანაკლიის პორტს ჩინური კომპანია ააშენებს. კიდევ რაზე ისაუბრა ლევან დავითაშვილმა და როგორ შეაფასა მისი გამოსვლა ოპოზიციამ, ამას მაგდა ბლუაშვილი გაგაცნობთ.