გომელაურის მოსმენის დროს, პარლამენტთან ორგანიზებული საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა. მომიტინგეები ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაკავებას ითხოვდნენ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს „რუსეთის აგენტებს“ უწოდებდენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიიტანეს სტენდი, რომელზეც ნათია თურნავას, ბიძიმა ივანიშვილის და მოსამართლეების - ირაკლი შენგელიას და ლევან მურუსუძის ფოტოები იყო გამოკრული. მათ შორის ოთარ ფარცხალაძის სურათიც იყო გამოკრული.