ქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს სურთ. განცხადება პარლამენტში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. მინისტრის თქმით, შესარჩევ პროცესში ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც შემდეგ ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა.