სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო. სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს. სწავლების სცენარი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას და კონფლიტურ ვითარებაში უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. სწავლების პრაქტიკული ელემენტებიც აღნიშნული მიმართულების გამოყენებას მოიცავს. სწავლების საწყის ეტაპზე მედიის წარმომადგენლებს სალექციო კურსიც ჩაუტარდათ.