ოფიციალური ბაქოს განცხადებით მთიან ყარაბაღში ვითარება სტაბილურია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ქვედანაყოფები იმავე პოზიციაზე რჩებიან, სადაც მანამდე იმყოფებოდნენ. ამავდროულად, უკვე მესამე დღეა, რაც ერევანში აქციები გრძელდება. მთავარი მოთხოვნაა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა. როგორია ვითარება სომხეთში და როგორ ვითარდება პროცესები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.