დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე - ამ მოთხოვნით პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. პარლამემტთან გაშლილია სტენტი, სადაც ნათია თურნავას, ბიძიმა ივანიშვილის, ასევე მოსამართლეების - ირაკლი შენგელიას და ლევან მურუსუძის ფოტოები არის გამოკრული. მათ შორის გაკრულია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ფოტო და აქციის მონაწილეებმა ადგილზე ბოტასებიც მიიტანეს.