სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გუშინ დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების 4 წევრი ჩაება. მათგან მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ერთი აგრძელებს.
გუშინდელი დღე წაგების გარეშე 55 კგ. წონაში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმიამ განვლო. მან გზიდან 3 მეტოქი ჩამოიშორა და დღეს ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.
წურწუმიამ ალჟირელ დრიდის ანგარიშით 12:2 სძლია, მოლდოველ დელეანუს 10-ქულიანი სხვაობით აჯობა, ხოლო უზბეკი ორტიკბოევი ანგარიშით 7:4 დაამარცხა. ფინალში ქართველი მოჭიდავის მეტოქე აზერბაიჯანელი მსოფლიოსა და ევროპის ორორგზის ჩემპიონი, ელდანიზ აზიზლი იქნება.
წურწუმია ასპარეზობას ხვალ გააგრძელებს, როდესაც ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ 3 წარმომადგენელი გავა: ესენი არიან 60 კგ. წონაში ფრიდონ აბულაძე, 72 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე და 97 წონაში მოასპარეზე გიორგი მელია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს პირველობას შარშანაც ბელგრადმა უმასპინძლა და ქართველი ბერძენ-რომაელების მონაგარი 2 ვერცხლის მედალი იყო. 2022 წელს ფინალები სწორედ წურწუმიამა და ლერი აბულაძემ წააგეს.