ოთარ კიტეიშვილი „გრაცის“ შტურმი საკუთარ მოედანზე ლისაბონის სპორტინგს შეხვდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. 58-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, რის შემდეგაც ბოვინგმა ლისაბონელების კარისკენ კიდევ ერთხელ დაარტყა და გრაცელები დააწინაურა. მიუხედავად ამისა, სპორტინგმა მაინც მოიგო. გიოკერესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დიომანდემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
სამწუხაროდ, ევროპალიგაზე გიორგი მიქაუტაძის დებიუტი არ შედგა. ამსტერდამის „აიაქსი“ 2-ბურთიანი იგებდა, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა - „მარსელმა“ ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა. კენეტ ტეილორმა “აიაქსი“ კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა პიერ ემერიკ ობამეიანგმა ანგარიში მეორედაც გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ამრიგად, მარსელი გაბონელი ფორვარდის მიერ გატანილი გოლით ამსტერდამში წაგებას გადაურჩა.
მეორე ტურის მატჩებს ქართველი ლეგიონერების გუნდები 3 ოქტომბერს გამართავენ. აიაქსი ათენის აეკ-ს ესტუმრება, ხოლო შტურმი პოლონეთში რაკუვს დაუპირისპირდება.