აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით პოლონეთის გადაწყვეტილება არის სუვერენული. პენტაგონის პრესმდივანი, პატრიკ რაიდერი ვერ აკონკრეტებს, გამოიწვევს თუ არა პოლონეთის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის მეტი დახმარების მიწოდების საჭიროებას. მანვე ხაზი გაუსვა პოლონეთის მიერ აქამდე გაწეულ დახმარებას. მისივე თქმით, პოლონეთი უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო. რაიდერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა უკრაინას მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევდა.