მთიან ყარაბაღში ვითარება სტაბილურია. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულმა „კონტრტერორისტულმა“ ზომებმა დასახულ მიზნებს მიაღწია. მისივე თქმით, სომხეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში, ამ შედეგის მიღწევა მშვიდობიანი გზით იქნებოდა შესაძლებელი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედრო დანაყოფები იმავე ადგილას რჩებიან, სადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებამდე იმყოფებოდნენ.
ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი არაღიარებულ მთიან ყარაბაღს 500-ი მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც ბრძოლების შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად კეთდება.