საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, რომ თავდაცის ახალ კოდექსს ვეტო დაადოს. პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით, მთავრობამ მონობა დააბრუნა. პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ 80 ხმით გუშინ დაამტკიცა. აღნიშნული კოდექსის მიხედვით, „მღვდელმსახურის“ სტატუსი სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების საფუძვლი აღარ იქნება. სამხედრო სამსახურის 1 წლით გადავადებისთვის გადასახდელი თანხა კი 5 000 ლარი იქნება.