ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობასა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსაც შეეხებოდა. გარდა სალივანისა, პრემიერ-მინისტრი ესტონეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტებსაც შეხვდა. მათთან შეხვედრის დროს საუბარი ძირითადად ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებსა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხებოდა.