საქართველოს პარლამენტში დღეს ისევ დაძაბულობა იყო - სხდომათა დარბაზში ოპოზიციამ ქართულ ოცნებას მტრის ინტერესების გატარებაში დასდო ბრალი, მმართველმა პარტიამ კი ოპონენტებს უცხო ქვეყნის აგენტები უწოდა. საბოლოოდ საქმე იქამდეც კი მივიდა რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურების დახმარებით ხათუნა სამნიძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა.