პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ამის უფლება არ ჰქონდა. ოპოზიციონერი დეპუტატები კი ნათია თურნავას გადაწვეტილებას რუსულს უწოდებენ და მის გაუქმებას ითხოვენ.