დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გორის მიმდებარედ დამონტაჟებული ელექტროდამტენების სადგური პირადად შეამოწმა. კახა კალაძის განცხადებით, 20 ელექტროდამტენი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 4 ადგილზე თბილისის მერიის ინიციატივით „ვისოლ ჯგუფმა“ დაამონტაჟა. კალაძემ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით ელექტრომობილების მნიშნელობაზე ისაუბრა.