საქართველოს პარლამენტში დღეს ისევ დაძაბულობა იყო - სხდომათა დარბაზში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვების დასმის დროს მიკროფონი გაუთიშა. დარბაზიდან მანდატურის სამსახურის დახმარებით ხათუნა სამნიძე გააძევეს, რომელმაც ქართულ ოცნებას კრიტიკული კითხვების ჩახშობის მცდელობაში დასდო ბრალი. მიკროფონების გამორთვა შალვა პაპუაშვილმა რეგლამენტის დაცვით ახსნა და დეპუტატებს წესების დაცვისკენ მოუწოდა. რა ხდება ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში