ერევანში, სომხეთის ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დაიწყო, აქციის მონაწილეების ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ვაცხადებთ შიმშილობას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც არ ეთანხმება დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას, შემოგვიერთდეს“, - განაცხადა პარტია „დემოკრატიული კონსოლიდაციის“ ლიდერმა სურენ პეტროსიანმა მედიასთან საუბრისას.
მომიტინგეები, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი, ქალაქის ცენტრისკენ დაიძრნენ. მობილიზებულია პოლიცია.