მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციის დეტალებს დღეს აზერბაიჯანის ქალაქ ევლახში შეათანხმებენ. შეხვედრის მთავარი თემა ყარაბაღში მცხოვრები სომხური თემის ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება. აღნიშნული საკითხი და ყარაბაღში მცხოვრები სომხური მოსახლეობის ბედი სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმაც განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ყარაბაღში სომხური ჯარის მიერ დანებებას დადებითი გადაწყვეტილება უწოდა. ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირი ამ ადგილზე სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელს გააგზავნის. შეგახსენებთ, რომ გუშინ არაღიარებული ყარაბაღის ე.წ "მთავრობამ" დანებების შესახებ გამოაცხადა.