სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაუგზავნა. პრეზიდენტი ამ დასკვნას, სავარაუდოდ, ხელს დღესვე მოაწერს. ამ პროცესს ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის ანტიდასავლური კურსი არ იცვლება და საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობის ხელყოფა კვლავ დიდ პრობლემად რჩება.