ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილსა და თეიმურაზ ხომერიკის წარდგენაზე პრეზიდენტი უარს აცხადებს - Palitra News

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილსა და თეიმურაზ ხომერიკის წარდგენაზე პრეზიდენტი უარს აცხადებს

2023-09-21 11:01:14+04:00

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება.აღნიშნულის თაობაზე გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ.