სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ განაცხადეს, რომ მათ გადამღებ ჯგუფს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.