სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, დასკვნა პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ დასკვნას, სავარაუდოდ, დღეს მოაწერს ხელს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმება შექმნილ ვითარებაში "მიზანშეწონილია". ოპოზიცია კი თვლის, რომ სააგენტოს ანალოგიური გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა მიეღო.