ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, „სამწუხაროს“ უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რის გამო მოხვდა გახდა ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში. განცხადებაში ფარცხალაძე მოხსენებულია, როგორც ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე „ეფ-ეს-ბე“-სთან მუშაობდა, რათა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა.