რუსმა სამხედროებმა ყირიმზე, ასევე კურსკის, ბელგოროდისა და ორიოლის ოლქებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"20-21 სექტემბრის ღამეს, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კურსკის, ბელგოროდისა და ორიოლის რეგიონების ტერიტორიებზე 19 უკრაინული დრონი გაანადგურა", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, რეგიონში ორი დრონი გაანადგურეს, რომლებიც საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდნენ.