ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, მასზე სანქციები გავრცელდება, მაგრამ როგორც კი საქართველოს მოქალაქე გახდება სანქცირებული, ქართული სახელმწიფო მას დაიცავს.
მდინარაძის თქმით, საქართველოს მოქალაქის სანქცირების შემთხვევაში, მტკიცებულებები უნდა იქნას წარმოდგენილი და გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით უნდა იქნას გამოტანილი (სასამართლოს მიერ).
„თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხვალ ფარცხალაძე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მასზე ჩვეულებრივად გავრცელდება სანქციები, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით რეგულაცია არ გვაქვს, რადგან პარტნიორთან დადებული ვალდებულებების შედეგად, მიერთებული ვართ კონვენციებს, განცხადებებს და ა.შ. და ჩვენ ამ ფილტრს არ ვაყენებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ყველა ქვეყანა საკუთარ მოქალაქეზე თვითონ აგებს პასუხს, ფარცხალაძე იქნება თუ სხვა ადამიანი, თუ ის დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, ჩვეულებრივად იქნება სანქცირებული და სანქციები ჩვეულებრივ გავრცელდება მასზე, ამით ფარცხალაძის თემა მოიხსნება. ეს ერთი საკითხია, მაგრამ როგორც კი საქართველოს მოქალაქე გახდება სანქცირებული, თქვენ, რომელიმე, ნებისმიერი ღმერთმა დაგიფაროთ, რომ გახდეთ სანქცირებული, თქვენმა ქვეყანამ ხომ უნდა დაგიცვათ და მოითხოვოს მტკიცებულებები?! იმ მტკიცებულებების საფუძველზე თუ საკმარისი სტანდარტი იქნება და თუ ქვეყნის შიგნით გამოვა გადაწყვეტილება, სანქციებთან მიერთება მოხდება. მაგრამ თუ მტკიცებულებების გარეშე იქნება, ერთი მტკიცებულებაც არ იქნება და არანაირ სტანდარტს არ დააკმაყოფილებს, საქართველოს მოქალაქეს, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო დაიცავს,“ - განაცხადა მდინარაძემ.
მას ასევე ჰკითხეს: რატომ დატოვეს თანამდებობები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, რაზეც მდინარაძის პასუხია: „გახარია რატომაც წავიდა? - იმავე მიზეზით ჩემი აზრით, უკაცრავად თუ ვცდები, გახარია წავიდა „ნაცებისთვის".