სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის სამსახურის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანი გამოძიების პოლიტიკის შექმნა. უწყების განმარტებით, სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითადი ამოცანები სრულ შესაბამისობაშია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ 12 პუნქტიან რეკომენდაციასთან.