საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეების განხილვა განახლდა. თითქმის, 1-თვიანი პაუზის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-ი ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირების სასამართლო პროცესი იწყება. დაესწრება თუ არა დღევანდელ სხდომას დისტანციურად მიხეილ სააკაშვილი და რა შუამდგომლობა ექნებათ მის უფლებადამცველებს.