საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიები გამოეხმაურნენ. დღეს, 17 საათზე პარტია „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული ბანკის ოფისთან საპროტესტო აქციას აანონსებენ. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს 24 საათში არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ იღებენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობის შეცვლა იმის ნიშანია, რომრომ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გუნდთან ერთად ცდილობს, რომ ქვეყანაში პრორუსული ინტერესები გაატაროს.