მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შესახებ ხვალ, 21 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე იმსჯელებს. უმაღლესი დონის შეხვედრა სომხეთისა და საფრანგეთის მოთხოვნით დაინიშნა. მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. გუშინ დაწყებული სპეცოპერაციის შესაწყვეტად აზერბაიჯანმა ულტიმატუმი წამოაყენა. ბაქო სტეპანაკერტისგან უპირობო კაპიტულაციას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით ფართომასშტაბიან სპეცოპერაციას აანონსებს.