უკრაინაზე რუსული ძალების თავდასხმები გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები ქალაქ კრივი-რიჰს თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ, დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. ოკუპანტებმა თავდასხმებისას „შაჰედიის“ ტიპის 31 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან 23 უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა. გუშინ ოკუპანტებმა 9 სარაკეტო და 79 საჰაერო შეტევა წამოიწყო, ხოლო ზალპური სისტემებიდან 47-ჯერ გაისროლა. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ფრონტის ხაზზე 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. უწყების ცნობითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა მტრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.